კალათბურთი

11:11 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო 2020: შთამბეჭდავი ლუკა დონჩიჩის 48 ქულა არგენტინასთან!

ლუკა დონჩიჩი უბრალოდ შეუდარებელი და შეუჩერებელია. ტოკიოს ოლიმპიადის პირველ ტურში სლოვენიის ნაკრებმა ლუკას ლიდერობით არგენტინას 118:100 აჯობა და მნიშვნელოვანი გამარჯვება.

ქულების თითქმის ნახევარი კი დონჩიჩის ანგარიშზეა: დიახ, 118-დან 48 ქულა (აქედან 31 პირველ ტაიმში) მან მიითვალა. ლუკას ფანტასტიკური თამაში ჰქონდა და საკუთარ გუნდს 31 წუთში 48 ქულასთან ერთად 8 მოხსნა, 11 პასი და 3 დაფარება მოუტანა! სხვა რა უნდა ითქვას? 14-დან 6 სამქულიანი და 15-დან 12 ორქულიანი ჩააგდო და გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. ოლიმპიადაზე ერთ თამაშში 48 ქულა ბოლო 33 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია, ხოლო ისტორიაში მეორე მაჩვენებელია.

სლოვენიელთა რიგებში დონჩიჩის გარდა, კლემენ პრეპელიჩი იყო გამორჩეული, რომელმაც 22 წუთში 22 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.

არგენტინის შემადგენლობაში ვეტერანი ლუის სკოლა იყო საუკეთესო 23 ქულით და 4-4 მოხსნა/პასით. ფაკუნდო კამპაცომ 21 ქულა დააგროვა, ხოლო გაბრიელ დეკის აქტივში 17 ქულაა. ათქულიან ზღვარს ლუკა ვილდოზაც გადასცდა - 11 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი.

არგენტინა - სლოვენია 100:118 (24:32, 18:30, 24:26, 34:30)

0.173778