ძიუდო

7:44 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო 2020: ლაშა შავდათუაშვილი მერვედფინალში გავიდა

ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის მერვედფინალში გავიდა. ქართველმა ძიუდოისტმა პლანეტის მთავარი ღონისძიება ფრანგი გილიომ ჩაინეს წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო, რომელსაც საკმაოდ ადვილად აჯობა.

ლაშას გასამარჯვებლად 3 წუთზე მეტი დასჭირდა, მაგრამ უპირატესობას ფლობდა და ბოლოს ვაზარიც გაახერხა, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

შავდათუაშვილი, მერვედფინალში ჯიბუტელ ძიუდოისტ ადენ-ალექსანდერ ჰუსეინს დაუპირისპირდება.

შავდათუაშვილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, მას ყველა დიდი შეჯიბრების ოქროს მედალი აქვს მოგებული - ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების.

0.125824