ფეხბურთი

0:12 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რეინჯერსმა“ 150 წლის იუბილეზე, „რეალი“ დაამარცხა

„რეინჯერსმა“ თავისი 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ამხანაგურ მატჩში მადრიდის „რეალი“ 2:1 დაამარცხა. თამაში გლაზგოში, „აიბროქსზე“ გაიმართა.

ანგარიში მე-8 წუთზე სტუმარმა როდრიგომ გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში ფეშნ საკალამ გაათანაბრა. 77-ზე „რეალის“ მცველმა, ნაჩომ წითელი ბარათი მიიღო. ორ წუთში კი სედრიკ იტენმა გამარჯების გოლი გაიტანა.

1963 წლის შემდეგ ეს ამ გუნდების პირველი შეხვედრა გახლდათ. მაშინ ისინი ერთმანეთს ჩემპიონთა თასის გათამაშებაში დაუპირისპირდნენ და მადრიდელბმა ორი მატჩის ჯამში 7:0 (6:0, 1:0) გაიმარჯვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113054