სხვა

12:03 | 25.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ჩხეიძემ B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ქართველი ძალოსნებიც ჩაერთვნენ და გოგა ჩხეიძემ B ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა.

67 კგ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძემ იასპარეზა, რომელიც B ჯგუფში მოხვდა, სადაც სულ 4 ძალოსანი გამოდიოდა. ქართველმა ატაცში სამიდან მხოლოდ ერთი ცდა გამოიყენა და 133 კგ დააფიქსირა, ხოლო აკვრაში ორი ცდა ჰქონდა წარმატებული - ჯერ 164 კგ დააფიქსირა, მერე 169, ხოლო 173 კგ ვეღარ დაძლია. ორჭიდის ჯამში მან 302 კილოგრამი დააგროვა და B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

თუმცა, ცხადია, 302 კგ ოლიმპიური მედლის მოსაპოვებლად საკმარისი არ გამოდგა, რადგან A ჯგუფის მონაწილეებმა გაცილებით უკეთესი შედეგები აჩვენეს.

0.137037