სხვა

8:36 | 25.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნინო სალუქვაძემ კვალიფიკაციის გადალახვა ვერ მოახერხა

ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი ნინო სალუქვაძე მეცხრედ გამოვიდა ოლიმპიადაზე, რაც ქალებს შორის უნიკალური შემთხვევაა.

სალუქვაძემ 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტიდან სროლის კვალიფიკაციოაში იასპარეზა, რომელშიც სულ 53 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

ნინიომ ჯამურად 567 ქულა დააგროვა, რაც მხოლოდ 31-ე ადგილზე გასასვლელად აღმოჩნდა საკმარისი და ბუნებრივია, ფინალში გასვლა ვერ მოახერხა, რადგან ეს უფლება მხოლოდ 8 სპორტსმენმა მოიპოვა.

ნინო სალუქვაძეს ოლიმპიური თამაშებზე სამივე კომპლექტის მედალი აქვს მოპოვებული (ოქრო და ვერცხლი 1988 წელს, ბრინჯაო 2008 წელს), მაგრამ ამჯერად ვერ მოახერხა მედლის დასაკუთრება.

0.117019