ქართველი ძიუდოისტი ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა. 52 კგ წონით კატეგორიაში მან ასპარეზობა ჰაიტელ საბიანა ანესტორთან შეხვედრით დაიწყო.
ტეტიანას არ გასჭირვებია და მეტოქეს იპონით აჯობა. მეორე წრეში ქართველს გაცილებით რთული მეტოქე ერგო, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ამანდინ ბუშარი, რომელმაც უპირატესობა ვაზარით მოიპოვა.
ამის შემდეგ ლევიცკა-შუკვანმა ტრავმა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. მან ტატამი ექიმების დახმარებით დატოვა და მარცხი განიცადა. შესაბამისად, ოლიმპიადა ტრავმით დაასრულა.
დღეს ძიუდოში საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი ეყოლება. 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟთა შორის, ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს.