ფეხბურთი

19:20 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ემილ სმიტ როუმ „არსენალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა ემილ სმიტ როუმ ლონდონის „არსენალთან“ ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომდევნო სეზონში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას „მეთოფეთა“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „არსენალმა“ ფეხბურთელის სანაცვლოდ „ასტონ ვილასგან“ ორი სარფიანი წინადადება მიიღო, თუმცა 20 წლის ფეხბურთელი არ დათმო. ემილი ლონდონური კლუბის აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2020 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში სმიტ როუმ 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.118186