ჩოგბურთი

18:05 | 22.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეკო გორგოძე პოლონეთის ტურნირის მეოთხედფინალშია

პოლონეთის ქალაქ გდინიაში მიმდინარე ტურნირზე ეკო გორგოძე წარმატებით ასპარეზობს და მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკის სახელით მოასპარეზე ვარვარა პელჩენკო ორ სეტში დაამარცხა - 7:6, 6:2. შეხვედრა საათსა და 35 წუთს გაგრძელდა.

პირველი სეტი დაძაბული გამოდგა და გორგოძემ ოდენ ტაიბრეიკზე მოახერხა მეტოქის გატეხვა, ხოლო მეორე სეტში უკვე პრობლემა არ შექმნია და 6:2 იმარჯვა.

ეკო გორგოძე გდინიას ტურნირის მეოთხედფინალში 23 ივლისს, სლოვაკ კრისტინა კუცოვას დაუპირისპირდება.

0.127687