ტულას „არსენალის“ ახალწვეულმა ზურიკო დავითაშვილმა რუსულ გუნდში გადასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 20 წლის ქართველი შემტევი მიიჩნევს, რომ „არსენალში“ გადაბარგებით. კარგი გადაწყვეტილება მიიღო.
„არსენალი“ კარგი გუნდია. ვნახე თამაშები და მომეწონა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ვითამაშო და „არსენალი“ ჩემთვის კარგი გადაწყვეტილებაა. დანილ სტეპანოვს ვიცნობ და კარგი ურთიერთობა მაქვს, ასევე ვიცნობ ევგენი მარკოვს, რომელიც ჩემთან ერთად „რუბინში“ 6 თვე თამაშობდა. როდესაც ტულაში ვითამაშე, ატმოსფერო მომეწონა, გულშემატკივრებს ფეხბურთი ძალიან უყვართ და გუნდს მხარს უჭერენ.
ბევრჯერ ვთქვი, რომ ხვიჩა ჩემი მეგობარია. არის კითხვები იმის შესახებ დარჩება თუ არა ის „რუბინში“, მაგრამ ახლა ამ გუნდის ფეხბურთელია. ორ კვირაში მათთან თამაში გვიწევს და ხვიჩაც თუ ითამაშებს, კარგი მატჩი იქნება“, - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილმა „რუბინში“ 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა, გასულ სეზონში კი „როტორის“ მაისურით 20 თამაშში თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. საქართველოს ნაკრებში 20 წლის შემტევს 7 უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული.