ფეხბურთი

11:24 | 22.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერმა“ სატიტულო სპონსორი შეიცვალა

მილანის „ინტერმა“ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე სატიტულო სპონსორის შეცვლის შესახებ დაწერა.

ახალი სეზონიდან გუნდის მაისურებზე ახალი წარწერა გაჩნდება - Socios.com. ეს გახლავთ გუგლის მობილური აპლიკაცია, რიმლის დევიზია: „იყავი მეტი, ვიდრე ფანი!“

Football Italia-ს ცნობით, ახალი სპონსორი „ინტერს“ წელიწადში 20 მილიონ ევროს გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 26 წლის განმავლობაში „ინტერის“ სატიტულო სპონსორი ავტომობილების საბურავების მწარმოებელი ფირმა Pirelli გახლდათ.

0.115226