ჩოგბურთი

9:20 | 22.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის პირველ წრეში კარბალეს ბაენას დაუპირისპირდება

ტოკიოს ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირზე წილისყრა გაიმართა და გაირკვა პირველი რაუნდის წყვილების ვინაობა.

ყველაზე საინტერესო ქართველებისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქეა. საქართველოს პირველი ნომერი პირველ რაუნდის შეხვედრას რობერტო კარბალეს ბაენასთან გამართავს. აღნიშნული ჩოგბურთელები ერთმანეთს 2015 წელს ნაპოლიში ჩელენჯერის ტურნირზე შეხვდნენ, სადაც ქართველმა 6:3, 2:6, 7:6 იმარჯვა. სამი წლის შემდეგ კი ნიკოლოზმა ანთალიის ტურნირზე კვლავ დაამარცხა რობერტო - 6:2, 6:3.

კარბალეს ბაენა რეიტინგში 90-ე ადგილზეა, ხოლო ნიკოლოზი - 41-ზე. გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილი ტარო დანიელსა და ლორენცო სონეგოს შორის საუკეთესოს შეხვდება.

წილისწყრის შედეგად, მსოფლიოს პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ბოლოვიელ უგო დელიენს შეხვდება. მეორე ნომერი დანილ მედვედევი ალექსანდრ ბუბლიკს დაუპირისპირდება. მესამე ნომერი სტაფანოს ციციპასი ურთიერთობას ფილიპ კოლშრაიბერთან გაარკვევს, ხოლო მეოთხე ნომრად განთესილი ალექსანდრ ზვერევი ლუ იენ-სუნთან გამართავს შეხვედრას. საჩოგბურთო ტურნირის მატჩები 24 ივლისიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114099