სხვა

20:45 | 20.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

საორგანიზაციო კომიტეტი ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმებას ჯერ კიდევ არ გამორიცხავს

ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე სამი დღე რჩება, სპორტსმენების ნაწილი უკვე ჩავიდა იაპონიაში, მაგრამ უდიდესი სპორტული ღონისძიება შეიძლება მაინც გაუქმდეს.

საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ტოშირო მუტომ ეს არ გამორიცხა. იაპონიაში კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა აშფოთებთ და შემთხვევები სპორტსმენებსა და დელეგაციებშიც გამოვლინდა.

„შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ითქვა, რომ სიტუაციის მონიტორინგს გავაგრძელებთ. არ ვიცით რა მოხდება კორონავირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ინფექცია კიდევ უფრო გავრცელდება, კონსულტაციებს უნდა მივმართოთ“, - თქვა მუტომ.

ბოლო 24 საათში სპორტსმენებსა და დელეგაციებში 10 შემთხვევა დაფიქსირდა, მანამდე კი 58 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი იმ ადამიანებში, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩავიდნე ტოკიოში. შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა გაიმართოს. საქართველო 11 სხვადასხვა სახეობაში 35 სპორტსმენით იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.110474
სარეკლამო ადგილი - 99
X x X