ფეხბურთი

1:34 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "ჩვენი გუნდის წევრებს არასდროს ავიწყდებათ ადამიანობა"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, ზუსტად იმ დროს, როცა ერთი კვირა გახდა ინგლისთან ევრო 2020-ის ფინალური მატჩის დაწყებიდან.

მანჩინი წერს, რომ ეს იყო საოცარი ბიჭებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომლის მთავარი მახასიათებელი ადამიანურობა გახლდათ.

„ზუსტად 7 დღის წინ, ამ დროს დავიწყეთ დიდი გამოწვევა ევრო 2020-ის ფინალი ინგლისთან. როგორ წარიმართა და დასრულდა, ყველამ ვიცით. ის, რაც ყველამ არ იცოდა, კულისებს მიღმა იყო და რამდენიმე დღის წინ ბევრმა თქვენგანმა ნახა Rai-ზე „ლურჯი ოცნების“ სერიები. როგორც ალბათ მიხვდით, ამ გუნდის დიდი ძალა არ ყოფილა მხოლოდ ნიჭი, მაგრამ ასევე ჰუმანურობა, სიმსუბუქე და რწმენა. საოცარი ჯგუფი. ბიჭებს შეეძლოთ გაღიმება და სიხარულის გადმოცემა, ისეთ დაძაბულ მომენტშიც კი, როგორიცაა მაგალითად პენალტების სერია. დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ დიდი პროფესიონალები და ამავდროულად არ დავივიწყოთ ადამიანობა. ამ პირველი თავგადასავლისთვის, რომელიც საუკეთესო გზით დასრულდა, მადლობა უნდა გადავუხადო ყველას: გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, სტაფის წევრებსა და მეგობრებს“, - დაწერა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ზე ტრიუმფალურად იასპარეზა, ფინალში მასპინძელი ინგლისის ნაკრების პენალტების სერიაში (1:1, 3:2) დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა.

0.113224