„რედ ბულის“ პილოტმა მაქს ვერსტაპენმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ლუის ჰემილტონმა მისდამი უპატივცემულობა გამოიჩინა, რადგან გამარჯვება არ უნდა აღენიშნა.
“ბედნიერი ვარ, რომ კარგად ვარ. ცხადია, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ თამაშგარეში ასე დავრჩი. ლუისის სახიფათო მანევრს გამართლება არ აქვს. უპატივცემულობა და ნაკლებად სპორტული საქციელი იყო, რომ ის გამარჯვებას აღნიშნავდა, როდესაც მე საავადმყოფოში ვარ“, - დაწერა ვერსტაპენმა.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის გრან პრის პირველივე წრეზე ჰემილტონის ბოლიდი ვერტსაპენისას დაეჯახა, რის შედეგადაც ნიდერლანდელი ასპარეზობას გამოეთიშა და ჰოსპიტალში გადაუყვანეს, ხოლო ჰემილტონი 10 წამით დაჯარიმდა და რბოლა განაგრძო, რომლის დასრულებამდე ორი წრით ადრე შარლ ლეკლერს გადაასწრო და გამარჯვება მოიპოვა. სილვერსტოუნზე ჰემილტონმა კარიერაში მერვედ მოახერხა გამარჯვება.