ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანის ტურნირი მოიგო.
მარიამმა შესანიშნავად იასპარეზა და ფინალამდე ისე მივიდა, რომ სეტიც არ წააგო, ხოლო ფინალში რუსი მეტოქე ვალერია სავინიხი სამ სეტში 2:1 დაამარცხა. მატჩი 2 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა.
მარიამმა პირველი სეტი 4:6 წააგო, მაგრამ შემდეგ დამაჯერებელი ჩოგბურთი აჩვენა, ჯერ 6:3 იმარჯვა, მერე 6:2 და ტურნირი ტრიუმფით დაასრულა.
ნურ-სულთანის ტურნირის საპრიზო ფონდი 60 000 დოლარი იყო. ბოლქვაძემ კარიერაში მე-5 ტიტული მოიპოვა, თუმცა, მსგავსი საპრიზო ფონდის შეჯიბრში პირველად იმარჯვა. მარიამ ბოლქვაძე ამჟამად WTA-ს რეიტინგში 195-ე ადგილზე იმყოფება.
მარიამ ბოლქვაძე - ვალერია სავინიხი 2:1 (4:6, 6:3, 6:2)