სხვა

13:01 | 18.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშო გამარჯვებით დაასრულა - იმპერატორის თასს ჰაკუჰო დაეუფლა (+VIDEO)

ნაგოია ბაშო დასრულდა და ქართველ სუმოისტს დადებით ბალანსამდე მხოლოდ ერთი მოგება დააკლდა. ლევან გორგაძემ ზაფხულის სუპერტურნირი ზედიზედ 4 მარცხით დაიწყო და შემდგომ რეაბილიტირება შეძლო, თუმცა სასურველ მიზამს მაინც ვერ მიაღწია.

ბოლო საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-4 მაეგაშირა კოტოეკოს დაუპირისპირდა, რომელიც ძალიან ცუდ ფორმაშია (2:13), თუმცა ჩვენებუერთან მაინც დიდი ბრძოლა ჰქონდა. ტოჩიმ მისი რამდენიმე შეტევა მოიგერია, საბოლოოდ მეტოქის დაძლევა მაინც მოახერხა და შედარებით მცირეწონოსანi კონკურენტი ცურიდაშის ილეთით ჰაერში ასწია და დოჰიოდან გადაიყვანა.

ეს აღნიშნული წყვილის მე-4 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ლევანმა 3-შეხვედრაში იმარჯვა და მოგება-წაგების ბალანსში უპირატესობა გაიმყარა - 3:1.

ტოჩინოშინს ივლისის სუპერტურნირზე 7 მოგების საპირისპიროდ 8 მარცხი დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ განახლებულ რეიტინში მინიმალური რეგრესი ელოდება.

იმპერატორის თასი 15:0-ზე ბალანსით ჰაკუჰომ მოიპოვა. ბოლო შეხვედრამდე მას და ტერენოფუჯის ზედიზედ 14 მოგება ჰქონდათ, საჩემპიონო ბრძოლა კი ჰაკუჰომ კოტენაგეს ილეთით მოიგო და სუმოს ლეგენდამ კარიერაში 45-ე დიდი გამარჯვება იზეიმა.

">https://www.youtube.com/watch?v=pK1QYKWSUSI]

მონღოლების ორთაბრძოლა მართლაც საჩემპიონო გამოდგა. ტერენოფუჯი ჰაკუჰოს შეტევებს თავიდან თავს ართმევდა, თუმცა იოკოძუნამ ის დოჰიოზე დაანარცხა.

ისინი ერთმანეთს მე-14-ედ შეხვდნენ და ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი ჰაკუჰოს სასარგებლოდ 10:4-ზეა.

0.117461