ბრიტანეთის სილვერსტოუნმა, ფორმულა 1-ში პირველ სპრინტერულ საკვალიფიკაციო რბოლას უმასპინძლა, რომელიც მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა. 17-წრიან რბოლაში, მან სულ 1.430 წამით აჯობა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს და ჩემპიონატში მასთან უპირატესობა, 33 ქულამდე გაზარდა.
„ჩვენ კარგი სტარტი გვქონდა და პირველ წრეზე, ლუისთან ბრძოლაც მოგვიწია. შემდეგ კი, რბოლის ჩვენს რიტმში გაგრძელება ვცადეთ. რა თქმა უნდა, ამ სამი ქულით კმაყოფილი ვარ. კარგია, როცა იცი, რომ პოულთან ერთად, სამ ქულასაც აგროვებ. ხვალ კარგი ბრძოლა გველის“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვისთვისაც ეს ზედიზედ მეოთხე, სეზონში კი მეექვსე პოულ პოზიციაა.
ფერსტაპენმა სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო, მაგრამ ჰამილტონს, ვინც სპრინტი პოულიდან დაიწყო, სტარტზევე გაასწრო და პირველივე მოსახვევში პირველი შევიდა. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელის „რედ ბულის“ წინა მუხრუჭებს, სტარტამდე ცეცხლი ეკიდა. მაგრამ ამას მისი რბოლა არ გაუფუჭებია.
სამაგიეროდ, არ გაუმართლა მის მექსიკელ თანაგუნდელ სერხიო პერესს, ვინც პირველივეწრეზე დატრიალდა. პერესმა რბოლის გაგრძელება შეძლო, თუმცა გუნდმა გაჩერება ურჩია.
ბრიტანეთის დიდი პრიზი
სპრინტი (17 წრე)
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 25:38.426
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.430
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 7.502
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 11.278
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 24.111
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 30.959
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 43.527
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 44.439
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 46.652
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 47.395
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 47.798
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 48.763
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 50.677
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 52.179
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 53.225
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 53.567
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 55.162
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1'08.213
- ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 1'17.648
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 16 წრე