ფეხბურთი

0:48 | 18.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ილია ბერიაშვილმა "როტორი" ულამაზესი გოლით წაგებისგან იხსნა (+VIDEO)

რუსეთის პირველი ლიგის (რანგით მეორე დივიზიონი) მეორე ტურში ვოლგოგრადის „როტორის“ მაისურით ილია ბერიაშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა.

„როტორი“ შინ „ოლიმპს“ დაუხვდა და 86-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ ქართველმა მცველმა თავის გუნდს ქულა მოუტანა. ბერიაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა.

ილიამ, ისევე როგორც ბექა ქავთარაძემ, ვოლგოგრადელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშეს. ორივე ფეხბურთელი რუსულ გუნდს სეზონი წინ შეუერთდნენ.

აქვე გეტყვით, რომ „როტორი“ რუსეთის პირველ ლიგაში ორი ტურის შემდეგ 2 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება.

0.109405