ფეხბურთი

19:58 | 17.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის გოლი და ტრავმა ავსტრიის თასზე

გრაცის „შტურმმა“ ახალი სეზონი ავსტრიის თასით გახსნა. 1/32 ფინალში გრაცელებმა ქვედალიგელი „შტედლი“ 9:0 გაანადგურეს.

ოთარ კიტეიშვილმა ამ მატჩში გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. ოთარმა მეტოქის კარი მე-18 წუთზე დალაშქრა, ხოლო 26-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქის ძლიერი დარტყმა თავით დაბლოკა და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. სავარაუდოდ, სერიოზული არაფერი უნდა იყოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა 16 ივლისს „შტურმთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და ავსტრიაში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. ავსტრიის ბუნდესლიგის პირველ ტურში "შტურმი" 23 ივლისს, "ზალცბურგს" უმასპინძლებს.

ავსტრიის თასის 1/16 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა "ვოლფსბერგერმაც", რომელმაც სტუმრად "ვიენერი" 3:0 დაამარცხა. ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გურამ გიორბელიძე მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა. ბუნდესლიგის პირველ ტურში ქართველების გუნდი "კლაგენფურტს" 25 ივლისს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116673