ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჰარუმის ოლიმპიურ სოფელში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც ოლიმპიური თამაშების აღმასრულებელმა დირექტორმა ტოშირო მუტომ განაცხადა, ინფიცირებული უცხოური დელეგაციის ოფიციალური პირია, მაგრამ მისი ზუსტი იდენტობა არ გაჟღერებულა.
ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე მხოლოდ 6 დღეა დარჩენილი. ოლიმპიური თამაშები უმაყურებლოდ ჩატარდება, საქართველო კი სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენით იასპარეზებს.
შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.