ფეხბურთი

1:26 | 17.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

2030 წლის მუნდიალს შესაძლოა იტალიამ და საუდის არაბეთმა ერთად უმასპინძლონ

მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატს შესაძლოა იტალიამ და საუდის არაბეთმა ერთობლივად უმასპინძლონ. ამის შესახებ ინფორმაცია The Athletic-ი ავრცელებს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ ორიოდ დღის წინ თქვა, რომ მათ აქვთ სურვილი 2030 წლის მუნდიალს ან ევრო 2028-ის უმასპინძლონ, თუმცა, იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია.

მეორეს მხრივ, საუდის არაბეთს შეუძლია იტალიელებს ამ პრობლემის მოგვარებაში ფინანსური დახმარება გაუწიოს და მასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატსაც უმასპინძლოს, რომელიც 2026 წლიდან 48-გუნდიანი ხდება და მატჩების რაოდენობაც გაიზრდება.

საინტერესოა, რომ იტალიასა და საუდის არაბეთს შორის მჭიდრო კომერციული დიპლომატიური კავშირია, მათ შორის სპორტულ დონეზე. იტალიის სუპერთასის მატჩები ბოლო დროს სწორედ საუდის არაბეთში ტარდება.

აქვე გეტყვით, რომ იტალიამ ბოლოს დიდ ტურნირს 1990 წელს უმასპინძლა, საუდის არაბეთს კი ეს შესაძლებლობა არასდროს ჰქონია. შეგახსენებთ, 2022 წლის მუნდიალი ყატარში, ხოლო 2026 წლის ერთბაშად სამ ქვეყანაში, აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება.

0.121017