ესპანური გამოცემა El Confidencial-ი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მორიგ სკანდალურ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს.
ამჯერად ჩანაწერი 2012 წლით თარიღდება და პერესი ლუიშ ფიგუსა და ხოსე მარია გუტის აყენებს შეურაცხყოფას:
„ფიგუ გასახელში სიტუაციას აფუჭებს. ის ბ**ის შვილია, როგორც რაული. ეს ორი ყველაზე ცუდი პერსონები არიან. გუტი კი იდიოტია, რომელიც საკუთარ თავს ყველაზე მეტ ზიანს აყენებს“, - ამბობდა პერესი.
შეგახსენებთ, რომ ფლორენტინო პერესს ძველი აუდიოჩანაწერები გამოუქვეყნეს და მანამდე ის კრიშტიანუ რონალდუს, რაულს, ჟოზე მოურინიოსა და იკერ კასილიასს ლანძღავდა.