ფეხბურთი

15:11 | 16.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილმა "რუბინთან" კონტრაქტი გაწყვიტა

ზურიკო დავითაშვილმა „რუბინი“ დატოვა. ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ ყაზანელთა ვებგვერდი წერს.

„ქართველ ნახევარმცველთან ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მან „რუბინში“ 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მადლობას ვუხდით ზურიკოს კლუბში გატარებული დროისთვის და კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ“, - წერს „რუბინის“ ვებგვერდი.

ზურიკო დავითაშვილი „რუბინში“ 2019 წელს გადავიდა და თავდაპირველად ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ხვდებოდა, მაგრამ მერე სასტარტოში ადგილი დაკარგა.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში დავითაშვილი იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ თამაშობდა და 20 მატჩში გოლი არ გაუტანია.

0.13192