სხვა

2:06 | 16.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

400 მეტრზე თარჯრბენში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ტოკიოში ვერ წავა

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 400 მეტრზე თარჯრბენში, ჩეხი ზუზანა ჰეინოვა ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობას ვერ შეძლებს. ათლეტის განცხადებით, ამის მიზეზი აქილევსის მყესის ტრავმაა.

წელის და აქილევსის მყესის ტრავმების გამო, 34 წლის მორბენალი ამ სეზონში სარბენ ბილიკზე არ გამოსულა. უფრო მეტიც, მან აქილევსის ტრავმის მოშუშებაც კი ვერ მოასწრო. სახელოვანი სპორტსმენი ამბობს, რომ სიარულიც კი უჭირს და ლაპარაკიც არაა ვარჯიშსა და ოლიმპიადისთვის მზადებაზე.

„სიარულიც მიჭირს, ვარჯიშზე ლაპარაკიც ზედმეტია. ახლა გაცილებით უკეთ ვარ, მაგრამ იმისთვის, რომ ოლიმპიადაზე საკუთარი ქვეყანა წარადგინო, საუკეთესო ფორმაში უნდა იმყოფებოდე“, - ამბობს ჰეინოვა, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები 2013 და 2015 წლებში აქვს მოპოვებული.

ჰეინოვა ტოკიოს შემდეგ თავისი სპორტული კარიერის დასრულებას გეგმავდა. მას ძალიან უნდოდა ოლიმპიადაზე ასპარეზობა, რადგან ზაფხულის თამაშებზე მხოლოდ ერთი, ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული (ლონდონი 2012). რიოში კი მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. ახლა ამბობს, რომ კარიერას დაასრულებს.

0.114617