ფეხბურთი

12:51 | 15.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სულშერმა ახსნა, რატომ გაუშვა თავისი ფეხბურთელები ოლიმპიადაზე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ულე-გუნარ სულშერმა, ჟურნალისტებს აუხსნა, რატომ არ შეეწინააღმდეგა გუნდის ორი ფეხბურთელის, 19 წლის ამადა დიალოსა და 27 წლის ერიკ ბაიის კოტდივუარის ოლიმპიურ ნაკრებში გამოძახებას.

„ვფიქრობ, ყველა ადამიანი, როცა იზრდება, უყურებს ოლიმპიურ თამაშებს. შეუძლია ნახოს უსეინ ბოლტი, ამ რაიან გიგზი. ვუცქერდი როგორ თამაშობდა უელსელი 2012 წელს ბრიტანეთის ნაკრებში.

როცა ქვეყანა გეძახის, ალბათ სიხარულით უნდა გამოეხმაურო. არ შეიძლება ადამიანებს ბავშვობის ოცნება არ აასრულებინო.

სასიამოვნო იქნება მათი ტოკიოში ხილვა.“ - ციტირებს სულშერის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

0.116103