კატალონიის „ბარსელონა“ და ლიონელ მესი კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 30 ივნისს ამოიწურა, საბოლოოდ შეთანხმდნენ.
ესპანური გამოცემა As-ი წერს, რომ არგენტინელი დათანხმდა კატალონელებთან 5 წლით კონტრაქტის განახლებას. მესი ასევე თანახმაა, რომ ხელფასი შეიმციროს.
წყაროს თანახმად, ლიონელი გასამრჯელოს 50%-ით შეიმცირებს და თამაშს მშობლიურ გუნდში გააგრძელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინფორმაცია შესაძლოა, ოფიციალურად ხვალ დადასტურდეს.
აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში მესიმ 35 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი მიითვალა.