ფეხბურთი

12:35 | 14.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფა და კონმებოლი იტალია - არგენტინის მატჩზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

უეფა და კონმებოლი მოლაპარაკებებს აწარმოებენ იტალიისა და არგენტინის მატჩის ორგანიზების შესახებ. ამის თაობაზე ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

თავდაპირველად ეს იდეა არგენტინულ მედიაში გაჩნდა, მაგრამ როგორც ჩანს, თამაშის ჩატარება საკმაოდ რეალურია. ევროპისა და სამხრეთ ამერიკის მოქმედი ჩემპიონები ერთმანეთს ამხანაგურად შეხვდებიან და თამაში დიეგო მარადონას სუპერთასის სახელს მიიღებს.

მატჩის მასპინძელი ადგილი კი რა თქმა უნდა, ნეაპოლი იქნება - ქალაქში, რომლის სტადიონი მარადონას სახელობისაა.

შეგახსენებთ, კონფედერაციათა თასის გათამაშება გაუქმდა, ამდენად, შეიძლება ამის მაგივრად იტალია და არგენტინა მარადონას სუპერთასზე დაუპირისპირდნენ.

0.1229