ფეხბურთი

21:38 | 13.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

საფეხბურთო კლუბმა „სამტრედიამ“ გიორგი არაბიძე დაიმატა. ტრანსფერი იმერულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

არაბიძე „სამტრედიაში ვარჯიშობდა, ახლა კი მხარეებს შორის, ხელშეკრულებაც გაფორმდა.

გიორგი არაბიძეს საქართველოში 2015 წლის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც 17 წლის ასაკში თბილისის „ლოკომოტივი“ დატოვა. ამის შემდეგ მან დონეცკის „შახტარში“, „ნასიონალსა“ და „ადანასპორში“ უთამაშია, ხოლო გასულ სეზონში ვოლგოგრადის „როტორში“ ირჯებოდა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებში 23 წლის ფეხბურთელს 4 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.123506