ფეხბურთი

0:50 | 13.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი რასიზმზე: "ჩვენ ასეთი გულშემატკივრები არ გვჭირდება"

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები მარკუს რაშფორდი, ჯეიდონ სანჩო და ბუკაიო საკა სოციალურ ქსელში რასისტული შეტევის ობიექტები გახდნენ. სამივე ფეხბურთელმა იტალიასთან პენალტების სერიაში გოლი ვერ გაიტანეს, რამაც ფანები ძალიან გააბრაზა.

ალბიონელთა კაპიტანი ჰარი კეინი ამ ფაქტს გამოეხმაურა და თანაგუნდელები დაიცვა:

“სამ ბიჭს, რომლებმაც მთელი ზაფხული შესანიშნავად ითამაშეს, ეყოთ გამბედაობა და გადამწყვეტ მომენტში პენალტები შეასრულეს. ისინი მხარდაჭერას იმსახურებენ და არა რასისტულ კომენტარებს. თუ სოციალურ ქსელში ვინმეს შეურაცხყოფთ, მაშინ თქვენ არ ხართ ინგლისის გულშემატკივარი და ჩვენ ასეთი ფანები არ გვჭირდება“, - დაწერა კეინმა სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ მომხდარზე ინგლისში გამოძიებაც დაიწყო და ინგლისელი ფეხბურთელები ბორის ჯონსონმაც დაიცვა. შეგახსენებთ, ინგლისმა იტალიასთან ევრო 2020-ის ფინალი წააგო და ნანატრი ტიტული ვერ მოიპოვა.

0.110181