ფეხბურთი

21:52 | 12.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: როდრიგო დე პაული "ატლეტიკოს" ფეხბურთელია

არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი როდრიგო დე პაული კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

იტალიური „უდინეზეს“ ყოფილმა ფეხბურთელმა ესპანურ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესპანეთში ჩემპიონში მოვხვდი. ამავდროულად ვაცნობიერებ ეს რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა. ბედნიერი ვარ, რომ სიმეონესთან ვიმუშავებ, ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია“, - აღნიშნა 27 წლის ფეხბურთელმა.

როდრიგო დე პაულისთვის ესპანეთის ლა ლიგა უცხო არ არის, ორი სეზონი „ვალენსიაში“ თამაშობდა. „უდინეზეში“ 2016 წლიდან ირჯებოდა და გუნდის ლიდერი იყო. იტალიურ კლუბში მან 184 მატჩში 34 გოლი და 36 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.110653