გერმანული „დორტმუნდის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი გუნდის შეკრებაზე არ გამოცხადდა. „ყვითლებმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დღეს დაიწყეს, მაგრამ ნორვეგიელი ბაზაზე არ მისულა.
„დორტმუნდის“ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა გერმანულ მედიას სიცილით უპასუხა: „ერლინგი უკვე ინგლისშია“.
ადგილობრივი მედია ჰოლანდს ლონდონის „ჩელსის“ უკავშირებს, რომელსაც ფეხბურთელთან პირადი შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს და შეკრებაზე არგამოცხადების მიზეზიც ტრანსფერია. თუმცა, გერმანული გუნდი ფეხბურთელთან შელევას ჯერ არ აპირებს.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში ერლინგ ჰოლანდმა „დორტმუნდის“ მაისურით 41 თამაშში ამდენივე გოლის გატანა შეძლო.