ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა ევრო 2020-ის ფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან იტალიას ჩემპიონობა მიულოცა, ხოლო ინგლისის ნაკრებს მენტალიტეტის შეცვლისკენ მოუწოდა.
“ამ ახალგაზრდა ინგლისისთვის ეს დასასრული არ არის, მხოლოდ დასაწყისია. იტალიას ვულოცავ, მათ დაიმსახურეს. წინსვლისთვის ინგლისმა შემტევი მენტალიტეტი უნდა მოძებნოს. უფრო თამამად უნდა აკონტროლოს ბურთი და წინ მეტი ფეხბურთელი ათამაშოს. შეტევაში დიდი ხარისხი გაქვს, ისეთი, სხვების შეშინება რომ შეიძლება, მაგრამ როგორც ჩანს, ამის ჩვენების ჩვენ თვითონ გვეშინია“, - თქვა ლინეკერმა.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებმა ინგლისის ნაკრები პენალტების სერიაში (1:1, 3:2) დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.