ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა ევრო 2020-ის ფინალში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, იტალიის ნაკრების სახით ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავდათ და პენალტების სერიაში მარცხზე ცუდი არაფერია.
“ბიჭები მეტს ვერ გააკეთებდნენ, პენალტებში წაგება ყველაზე ცუდი გრძნობაა. ეს არ იყო ჩვენი ღამე, მაგრამ მთლიანობაში ეს იყო ფანტასტიკური ტურნირი და თავი უნდა ავწიოთ. სწორ გზაზე ვართ და იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან პროგრესს გავაგრძელებთ.
ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, იდეალურად დავიწყეთ. მათ ბურთი ჰქონდათ, მაგრამ ძალიან ბევრი შანსი არ შეუქმნიათ, თამაში თანაბარი იყო. დამატებით დროში ჩვენ რამდენიმე შანსი გვქონდა, პენალტები კი პენალტებია, ჩვენ ამ პროცესზე ვმუშაობდით, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, უბრალოდ ეს არ იყო ჩვენი ღამე.
ნებისმიერმა შეიძლება ვერ გაიტანოს პენალტი. ჩვენ ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვმარცხდებით. ვისწავლით და გავიზრდებით ამ თამაშისგან. ეს ბიჭები გაიზრდებიან და უფრო მეტი სტიმულის მომტანი იქნება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც მომდევნო წელსაა.
ძალიან უნდა ვიამაყოთ, როგორც გუნდმა, რასაც მივაღწიეთ. ყველანი გამარჯვებულები ვართ. შეიძლება გარკვეული დროით ეს ყველაფერი მტკივნეული იყოს, მაგრამ ეს ფეხბურთია. რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატიდან კარგად ვითარდებით და ასე უნდა გავაგრძელოთ“, - თქვა კეინმა.
შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრებმა ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, თუმცა ტიტული ვერ მოიგო და ისევ ერთადერთხელ მოგებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის ამარა დარჩა.