ფეხბურთი

3:25 | 12.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: "მაისიდან ვგრძნობდით, რომ რაღაც ჯადოსნური ხდებოდა, აცრემლებულები ვართ"

იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ევროპის ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 36 წლის ფეხბურთელმა ის ტიტული აღმართა, რომელიც იტალიას ბოლოს 53 წლის წინ ჰქონდა მოგებული.

„აცრემლებულები ვართ, ჩვენ ვეტერანებიც და ახალგაზრდებიც. ეს ყველაფერი დავიმსახურეთ. ამ ასაკში გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მაისის ბოლოდან ვამბობდით, რომ რაღაც ჯადოსნური იყო. დღეს სირიგუმ შეაგროვა ყველა ჩვენი ნათესავისა და ახლობლის ვიდეო და ყველა გვატირა.

დონარუმა? ჯიჯიდან ჯიჯოზე გადავედით. ძალიან ძლიერია! მსოფლიოს ჩემპიონატი? ვნახოთ შევძლებ თუ არა ხვალ სიარულს, ეს უკვე მეტისმეტი იქნება.

ამ გუნდში ყველას თავისი როლი და ნიჭი აქვს, მე და ლეო (ბონუჩი) ძალიან განსხვავებულები ვართ და ვცდილობთ ჩვენი თვისებები გამოვიყენოთ. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, ერთმანეთს ვაძლიერებთ. ასე იყო გუნდის ყველა წევრისთვის. ამაში თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა და წარმატების საიდუმლოც ეს არის“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები რობერტო მანჩინიმ 2018 წელს ჩაიბარა, როდესაც „სკუადრა აძურა“ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა. მას შემდეგ მან გუნდი გარდაქმნა და ევროპის ჩემპიონი გახადა. ამასთან, იტალიას 34 თამაშია არ წაუგია.

0.111406