სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:47 | 11.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილმა კიევის "დინამო" დატოვა და "ჩერნომორეცში" ითამაშა

ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა შესაძლოა კარიერა ოდესის „ჩერნომორეცში“ გააგრძელოს. Football.ua-ს ცნობით, გიორგიმ „რეალ ფარმასთან“ ამხანაგურ შეხვედრაშიც ითამაშა. ის მოედანზე 88-ნომრიანი მაისურით მეპრე ტაიმში იყო და თამაშის ვიდეოკადრებიც ამას ადასტურებს.

„ჩერნომორეცის“ ვებგვერდი ამ თამაშის ოქმში წერს, რომ ოთხი მოთამაშე სინჯებზე იმყოფება და მათ გვარებს არ ასაჯაროვებს, თუმცა, ფაქტია, ერთ-ერთი წიტაიშვილი იყო.

გიორგიმ სეზონისთვის მზადება კიევის „დინამოში“ დაიწყო, მაგრამ მირჩა ლუჩესკუს თავი ვერ მოაწონა და ახალ გუნდს ეძებს. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან იჯარით პოლტავას „ვორსკლაში“ გაატარა, თუმცამ ტრავმის გამო 4 მატჩში მხოლოდ 1 გოლის გატანა მოასწრო.

„ჩერნომორეცი“ უკრაინის პრემიერლიგის ბინადარია და გუნდში კიდევ ერთი ქართველი, ბექა ვაჩიბერაძე თამაშობს. ოდესელებმა "რეალ ფარმასთან" სპარინგი 3:1 მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115386