ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაგოია ბაშოზე მესამე გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინი ზაფხულის სუპერტურნირის მე-8 საშეჯიბრო დღეს, მე-14 მაეგაშირა დაიამამის დაუპირისპირდა და შიტატენაგეს ილეთით მოიგო.
ტოჩიმ მეტოქეს აჯობა და და მიუხედავად რთული ორთაბრძოლისა მისი დოჰიოზე დაგდება მოახერხა. ეს წყვილის მეორე დაპირისპირება იყო და ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა გაიმყარა. ქართველ გოლიათის მოგება/წაგების ბალანსი 2:0-ზე გახდა.
გორგაძეს მიმდინარე ბაშოზე 3 მოგების წინ 5 მარცხი აქვს და მის დასრულებამდე 7 ორთაბრძოლა დარჩა - ჩვენებურს კი მინიმუმ 5 გამარჯვება სჭირდება. ქართველი სუმოისტის მომავალი მეტოქე მე-14 მაეგაშირა ჩიიონო იქნება, რომელსაც ტოჩი აქამდე არასოდეს შეხვედრია.