ევრო 2020-ის ფინალური მატჩის წინ, ინგლისისა და იტალიის ეროვნულ გუნდებს შორის, რომელიც 11 ივლისს ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ II, ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გარეთ საუთგეიტს, მიმართვა გაუგზავნა.
„მისტერ საუთგეიტ, 55 წლის წინათ, მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი მსოფლიო ჩემპიონატზე ბობი მურთან ერთად და მენახა, რას ნიშნავს ფეხბურთელებისთვის და გუნდისთვის მთავარი ტურნირის ფინალში გამარჯვება. მინდა ჩემგან და ჩემი ოჯახის წევრებისგან გადმოგცეთ მილოცვა ევროს ფინალში გასვლის გამო და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ ხვალინდელ მატჩში. ვიმედოვნებ, ისტორიაში შევა არა მხოლოდ შედეგი, არამედ თქვენი თამაშის სული, ვალდებულება და სიამაყე.“ - წერია მისი სამეფო უდიდებულესობის გზავნილში.