ფეხბურთი

21:50 | 10.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი: „კიელინი და ბონუჩი მებრძოლები არიან“

ევრო 2020-ის ფინალური მატჩის წინ, რომელიც 11 ივლისს გაიმართება ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე, ინგლისისა და იტალიის ეროვნულ გუნდებს შორის, ინგლისელთა კაპიტანმა, ჰარი კეინმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა მეტოქე მცველებზე.

„ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი? უპირველესად, ისინი შესანიშნავი მცველები არიან. კარგად კითხულობენ თამაშს და ჩინებულად ირჩევენ პოზიციას. და რაც მთავრია, მებრძოლები არიან. ასე რომ, დიდ ომს ველი. მაგრამ ფეხბურთს ხომ სწორედ ამიტომ ვთამაშობთ. თავად მიყვარს მცველებთან ბრძოლა.

ისინი გამარჯვებისთვის ყველაფერს დადებენ და ჩვენც ასევე მოვიქცევით. მოუთმენლად ველი ამ დაპირისპირებას. თუ თავდამსხმელს სურს საუკეთესო იყოს, მან საუკეთესო მცველების წინააღმდეგ უნდა ითამაშოს. ზუსტად ეს მოხდება კვირა საღამოს.“ - ციტირებს კეინის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

0.133998