შოტლანდიელები ევრო 2020-ის ფინალში იტალიის ნაკრებს გულშემატკივრობენ. შოტლანდიური გაზეთის The National-ის პირველ გვერდზე რობერტო მანჩინის ფოტო მონტაჟი გამოქვეყნდა, რომელიც შოტლანდიის ეროვნული გმირის, უილიამ უოლასის ნაცვლად ჩასვეს კადრში და რომლის როლსაც მელ გიბსონი თამაშობს.
კადრი აღებულია ცნობილი ფილმიდან - „მამაცი გული“.
„გადაგვარჩინე, რობერტო. შენ ჩვენი ბოლო იმედი ხარ! ვერ გავუძლებთ, რომ კიდევ 55 წლის განმავლობაში ამით იტრაბახონ“, - წერს The National-ი.
55 წელიწადზე ყურადღება იმიტომ გამახვილდა, რომ ინგლისმა ბოლო და ერთადერთი ტიტული სწორედ 55 წლის წინ მოიგო, მაგრამ ამით დღემდე ამაყობენ. შეგახსენებთ, რომ სწორედ შოტლანდიის ნაკრებია ერთადერთი მეტოქე, რომელიც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ინგლისელებმა ჯერჯერობით ვერ დაამარცხეს. ინგლისისა და იტალიის ნაკრებების ფინალი 11 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.