ლონდონის „არსენალმა“ ნიჭიერი პორტუგალიელი ფეხბურთელი ნუნუ ტავარეში დაიმატა. ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
21 წლის მარცხენა მცველის სანაცვლოდ ლისაბონის „ბენფიკამ“ 8 მილიონი ევრო მიიღო, რასაც მომავალში 2 მილიონი ევრო ბონუსის სახით დაემატება.
გასულ სეზონში ნუნუ ტავარეშმა „ბენფიკაში“ 25 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.