ფეხბურთი

15:17 | 10.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020-ის ფინალში ფილ ფოდენის თამაში საეჭვოა

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ფილ ფოდენმა შესაძლოა ევრო 2020-ის ფინალში ვერ ითამაშოს. „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა.

ბოლო საწვრთნელი პროცესი მან გამოტოვა და ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის ფინალში 11 ივლისს, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.133278