იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინი ევრო 2020-ის ფინალის წინ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი ფინალში გასვლას წარმატებად არ მიიჩნევს და მისი თქმით, მხოლოდ ჩემპიონობა იქნება წარმატება შედეგი.
“ჩვენ ამაზე დიდი ხანი ვმუშაობდით და ამის იმედი გვქონდა, მაგრამ წარმატებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. წარმატება იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კვირას გამარჯვებას მოვახერხებთ. საქმის კარგად შეგვეძლო და ვფიქრობ, ეს კარგად გავაკეთეთ, მაგრამ ბოლოს წარმატებად მხოლოდ ჩემპიონობა ჩაითვლება.
ავსტრიის წინააღმდეგ ურთულესი თამაში იყო, მტკივნეული. ვიალისთან ჩახუტება ყველაფრისგან გათავისუფლების ჟესტი გახლდათ, თითქოს 30 წლით უკან დავბრუნდით. ბოლო ორი თამაშიც არ იყო ადვილი, მაგრამ ავსტრიასთან პლეი-ოფის პირველი თამაში გახლდათ და მართლაც მძიმე გამოდგა. თუ გინდა ასეთი ტურნირის, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლოში გახვიდე, სადაც ყველა მეტოქის დამარცხება რთულია, უნდა მოერგო სხვადასხვა სიტუაციებს. შეუძლებელია ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ყველა მატჩში დომინანტობით მოგება.
ინგლისს თითქმის მთელი სტადიონის მხარდაჭერა ექნება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ევროპის ჩემპიონატის გარდა, უმაყურებლოდ ვთამაშობდით, ესეც კარგია. ჩვენ მათზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, კარგი იქნება თუ დავწინაურდებით. ცხადია, რომ ბოლო წამამდე უნდა ვიბრძოლოთ, რადგან ინგლისი შესანიშნავი გუნდია ფიზიკურად და ტექნიკურად. გუნდი, რომელიც ბოლომდე იბრძვის. ბრძოლა ბოლომდე მოგვიწევს.
ფინალი განსხვავებული თამაშია. ვერ ითამაშებ დაძაბულობით და ნერვულ გარემოში. უნდა ითამაშო სწორი წნეხით, უნდა სცადო სიამოვნების მიღება, მხოლოდ ასე მოიგებ ფინალს. მე ვამაყობ, რაც ბიჭებმა გააკეთა, ეს ადვილი არ იყო. მათ პირველივე დღიდან სჯეროდათ ამის. ფინალში გასვლა დიდი მიღწევაა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი”, - თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, ევრო 2020-ის ფინალში იტალიის ნაკრები 11 ივლისს, ლონდონში ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.