კალათბურთი

13:28 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუბიომ 48 მილიონზე უარი განაცხადა

“მინესოტა ტიმბერვულვზის” 23 წლის ესპანელმა გამთამაშებელმა რიკი რუბიომ გუნდს ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი უთხრა.

როგორც ირკვევა, მინესოტელები ევროპელ კალათბურთელს 4-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობდნენ, რომლის განმავლობაშიც რიკი 48 მილიონ დოლარს მიიღებდა, თუმცა, მას თანხა ეცოტავა.

რუბიოს იმედი აქვს, რომ უფრო ხელსაყრელ შეთავაზებას მიიღებს, ხოლო თუკი შეთანხმება 31 ოქტომბრამდე ვერ მოხერხდა, მომავალ ზაფხულს იგი შეზღუდული თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

თეგებირიკი რუბიო
0.118195