ფეხბურთი

15:31 | 9.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" დირექტორი: "ხვიჩას ტრანსფერზე წინადადება არ მიგვიღია და ამიტომ, არაფერი განიხილება"

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე რუსულ მედიასთან ისაუბრა.

საიმანოვის განცხადებით, ყველაფერი მხოლოდ ჭორის დონეზეა და „რუბინს“ წინადადება არავისგან მიუღია, ამრიგად, ამ ეტაპზე არაფერი განიხილება.

„ხვიჩას ტრანსფერზე არანაირი ურთიერთობა არ არის. ჩვენ ღია ვართ, მაგრამ არავის მოუმართავს წინადადებით. პრესაში ბევრი საუბარია, მაგრამ უსაგნო საუბარია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ - შემოგვთავაზეთ წინადადება და განვიხილავთ, თუმცა, არცერთი ოფიციალური შეთავაზება არ არსებობს. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ჯერ არაფერი განიხილება“, - თქვა საიმანოვმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ის კლუბთან ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება და მიუხედავად იმისა, რომ მედიაში ტრანსფერის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა, ჯერჯერობით რუსული კლუბის წევრია.

0.139866