კალათბურთი

17:15 | 9.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ცვლილებები თბილისის ტიტებში

საკალათბურთო კლუბ ტიტებში ახალი სეზონისწინ დიდი ცვლილებებია, გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მთავარმა მწვრთნელმა მანუჩარ მარკოიშვილმა და მისმა ასისტენტებმა დატოვეს.

ასევე კონტრაქტი ამოეწურა ყველა მოთამაშეს, ჯერჯერობით ახალი კონტრაქტი მხოლოდ გუჯა ბირკაიამ გააფორმა.

გუჯამ, ტიტებში პირველად 2018-2019 წლების სეზონში ითამაშა, მომდევნო სეზონი მგზავრებში გაატარა, 2020 წლიდან კი კვლავ ტიტების ღირსებას იცავს.

2015-2018 წლებში ა-ლიგაში, წყალტუბოს გუნდში თამაშობდა. ბირკაიას დებიუტი სუპერლიგაში ტიტების რიგებში შედგა.

0.119249