ფეხბურთი

1:47 | 9.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯო კიელინი: "მივუახლოვდით იმას, რაზეც 3 წელი ვოცნებობდით"

იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციასთან ისაუბრა და თქვა, რომ ევრო 2020-ის ფინალში ისინი მთელი იტალიისთვის ითამაშებენ და გამარჯვების იმედი აქვს.

„იმას, რაზეც ამ სამი წლის განმავლობაში ვოცნებობდით, მივუახლოვდით. თამაშის მოახლოებასთან ერთად ცოტა მეტი დაძაბულობა მოვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კარგად შეგვიძლია ამ დაძაბულობას პოზიტიური ტრანსფორმაცია მივცეთ და წნეხიც გადავლახოთ. რომში თამაში გვერჩივნა, მაგრამ ჩვენ მთელი იტალიისთვის ვითამაშებთ და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ ერთი ფანტასტიკური საღამო გვექნება.

ლოკატელის ვეხუტებოდი მთელი პენალტების სერიის განმავლობაში, ის სასოწარკვეთილი იყო, მასთან გავიზიარე ემოციები, რომლებიც სამუდამოდ ჩვენთან დარჩება და ჟორჟინიოს ბოლო პენალტების შემდეგ ჩახუტება ყველაფრისგან გათავისუფლება იყო, გარდა ამისა, ცოტა ცრემლებიც.

ჟორდი ალბა? უნდა აგვერჩია, რომელ კარში შესრულდებოდა პენალტები და მან ცუდად აირჩია, მას კარი ხუმრობით ვანიშნე. შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატი ჩავატარეთ. ყველა ფეხბურთელმა კერძში თავისი ინგრედიენტი ჩადო და თუ აქ ვართ, ეს ყველას დამსახურება და დიდი შეფის (მანჩინი) დამსახურებაა, რომელმაც შეძლო სწორი ნაჭრებისა და დოზის შერჩევა“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის ფინალში 11 ივლისს, „უემბლიზე“ ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.11605