ფეხბურთი

22:02 | 8.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალია - ინგლისს ნიდერლანდელები იმსაჯებენ

ევროპის ჩემპიონატის ფინალს ნიდერლანდელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი ბიორნ კუიპერსი იქნება, ხოლო მას თანამემამულეები სანდერ ვან როკელი და ერვინ ზეინსტრა დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი ესპანელი კარლოს დელ სერო გრანდე იქნება, ხოლო ვიდეორეფერის ოთახში გერმანელი ბასტიან დანკერტი იმუშავებს.

კუიპერსს იტალიის ნაკრების მატჩი ოთხჯერ უმსაჯია, საიდანაც ერთხელ იმარჯვა, ორჯერ წააგო და ერთხელ ფრე ითამაშა.

სხვათა შორის, ეს ერთადერთი გამარჯვება იტალიამ ინგლისის წინააღმდეგ მოიპოვა. სწორედ კუიპერსი იყო 2014 წლის 15 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში იტალია - ინგლისის მატჩის მსაჯი, რომელიც იტალიელებმა კლაუდიო მარკიზიოსა და მარიო ბალოტელის გოლებით (2:1).

ინგლისის ნაკრების შეხვედრა კუიპერსს სამჯერ განუსჯია, ორჯერ მოიგო (შვედეთთან და პოლონეთთან), ერთხელაც წააგო (იტალიასთან). შეგახსენებთ, ევრო 2020-ის ფინალი 11 ივლისს გაიმართება.

0.126885