საქართველოს ნაკრებისა და „ულსან ჰიუნდაის“ ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ეფექტური გოლი გაიტანა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ვიეტნამის საფეხბურთო კლუბი „ვიეტელი“ 3:0 დაამარცხა, ანგარიში ვაკომ დიდებული გოლით გახსნა. 48-ე წუთზე ჩვენებურმა დრიბლინგით სამი მეტოქის მოტყუება შეძლო და მერე გატანა აღარ გასჭირვებია.
ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მეოთხე თამაში ჩაატარა და მეორე გოლი გაიტანა. ამასთან 2 საგოლე პასიც აქვს შესრულებული.
„ულსან ჰიუნდაი“ კი 5 ტურის თავზე 15 ქულით ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 11 ივლისს, „პათჰუმ იუნაიტედთან“ ჩაატარებს.