„ლივერპულმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალი, 2021-22 წლების სეზონის საგარეო ფორმის ფოტოები განათავსა.
ფორმა ღია ფერისაა და მუქ საყელოზე თეთრ-ნარინჯისერი წვრილი ზოლები გასდევს.
დიზაინერები ამბობენ, რომ ფორმა ერთგვარად რეტროსპექტულია და ძალიან ჰგავს იმას, რომლითაც გუნდი 1996-97 წლების სეზონში თამაშობდა.
საყელოს უკანა ნაწილზე გამოსახულია ციფრი „96,“ რაც იმ ადამიანების ხსოვნაზე მიუთითებს, რომლებიც „ჰილსბოროს“ სტადიონზე 1989 წლის 15 აპრილს დაიღუპნენ ჭყლეტაში, „ნოტინგემ ფორესტისა“ და „ლივერპულის“ მატჩის დროს.