უეფამ ინგლისის წინააღმდეგ დისციპლინალური საქმის წარმოება დაიწყო და ამის მიზეზი დანიასთან მატჩში მომხდარი სამი ეპიზოდია.
პენალტის მომენტში კასპერ შმეიხელს სახეში ლაზერი მიანათეს, გარდა ამისა, დანიის ჰიმნის დროს ინგლისელი ფანების სტვენა გაისმა, ხოლო მესამე განსახილველი საკითხი ტრიბუნებზე ფეიერვერკების ანთებაა.
მიუხედავად იმისა, რომ უეფა ინგლისის დასჯის შესაძლებლობაზე იმსჯელებს, ჯერჯერობით უცნობია, რა სახის სანქცია შეიძლება დაეკისროს 2020-ის ფინალისტს.
შეგახსენებთ, ინგლისი 11 ივლისს, „უემბლიზე“ იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება და ევროპის ჩემპიონი გაირკვევა.